ყოფილი პატრულ ინსპექტორი ვაჟა წიკლაური კოლეგებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს

ყოფილი პატრულ ინსპექტორი ვაჟა წიკლაური კოლეგებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს

ყოფილი პატრულ ინსპექტორი ვაჟა წიკლაური კოლეგებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებსყოფილი პატრულ ინსპექტორი ვაჟა წიკლაური კოლეგებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.  ყოფილი პოლიციელი გენერალური ინსპექციის დასკვნაში გადაცდომებს ხედავს და სასამართლოს მიმართავს:
“ფაქტი მოხდა 2015 წლის 16 აპრილს. ოცმეთაურმა, ათმეთაურმა და ოცმეტაურის მეწყვილემ მომაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. რაც მე შემდგომში განვუცხადე გენერალურ ინსპექციას, მათ მოკვლევა გააყალბეს და დასკვნით გამათავისუფლეს სამსახურიდან. ფაქტი მოხდა აპრილში, 24 მაისს კი ჩემი უშუალო ხელმძღვანელი მაძლევს დასკვნას და მთავისუფლებენ სამსახურიდან. ამაშიც დარღვევაა, რადგან 20 რიცხვში იყო ბრძანება და მე 24 რიცხვამდე სრული ეკიპირებით, ჩვეულებრივად ვასრულებდი სამსახურებრივ მოვალეობას. ანუ, როგორც მოქალაქე, ვმუშაობდი პოლიციელის რანგში. გენერალური ინსპექციის გამოცემისთანავე, პოლიციელს უწყდება უფლებამოსილება და აღმოჩნდა, რომ 4 დღე ვიმუშავე იარაღით და სრული აღჭურვილობით.

რამოდენიმე ეპიზოდს ვედავები. სისხლის სამართლის დანაშაული მოხდა ჩემს წინააღმდეგ. სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მომაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, ვასრულებდი სამსახურებრივ მოვალეობას, ვაკის რაიონში მეორე ასეულში ვიყავი, 220 ეკიპაჟით, რა დროსაც ხელმძღვანელობამ ჩვენ ეკიპაჟს მოსთხოვა ჩამოქვეითება და მოძრაობის დარეგულირება. როდესაც დავიწყეთ ამ მითითების შესრულება, ვიდეოფირზე ჩანს ნათლად, რომ მეძახის, მივდივარ, დაახლოებით 10-15 მეტრში, ფირზე ჩანს, რომ ათმეთაურმა, ოცმეთაურმა და მისმა მეწყვილემ დამიწყეს ქუჩური გარჩევა. მერე მაყენებს შეურაცხყოფას, მე მოვუწოდებ რომ დამშვიდდეს და შეწყვიტოს შეურაცხყოფა,ჩემი მხრიდან არ ჰქონია ადგილი არანაირ არც მოძრაობას, არც არაფერს. შემდეგ უკვე ხელს მკრავს. ეს იყო ჩვეულებრივი ქუჩური გარჩევა და ყველაფერი ნათლად ჩანს ფირზე.

მანამდე არანაირი კონფლიქტი არ მქონია აბსოლუტურად, მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგმილი და ალბათ დავალებული ხელმძღვანელობის მხრიდან რა ინეტერსი უნდა ჰქონოდა ხელმძღვანელობას ჩემს წინააღმდეგ არ ვიცი. ინციდენტში მონაწილე პოლიციელების ვინაობას რაც შეეხება, ოცმეთაურია ლაშა ბრეგვაძე, ათმეთაური კუზა ჭანტურია და ოცმეთაურის მეწყვილე მიხეილ მჭედლიძე.

მე ვითხოვ დაუყოვნებლივ სასმახურში აღდგენას, გაცდენილის და კრედიტის ზარალის ანაზღაურებას, იმიტომ რომ ვეღარ გადავიხადე ამ უკანონო გათავისუფლების შედეგად. სარჩელი შეტანილი მაქვს სასამართლოში და მოსამზადებელი სხდომა ჩანიშნულია 4 ნოემბერს.” განაცხადა ვაჟა წიკლაურმა “.

 

banner
წინა სტატიაშიირაკლი შოთაძე: ფაქტობრივად დადგენილია ყველა გარემოება, თუ როგორ მოხდა ბესიკ ხარძიანის მკვლელობა
შემდეგი სტატიაირაკლი შოთაძე: პროკურატურა უახლოეს პერიოდში ეროსი კიწმარიშვილის საქმის დეტალებს გაასაჯაროებს