,,ყველა ქართველი დღეს უკრაინასთანაა,, აცხადებს პრეზიდენტი მარგველაშვილი

giorgi_margvelashvili_petre_poroshenko_14472უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ შეხვედრა გამართა, კიევში რევოლუციის წლისთავთან დაკავშირებულ ,,ღირსების მარშში,, მონაწილეობის მისაღებად ჩასულ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან.

,,ღირსების მარშმა,, ისევე, როგორც პარიზში აჩვენა, რომ ჩვენს ხალხს არ ეშინია… ხარკოვში დღევანდელი ტერაქტი იყო მცდელობა იმისა, რომ დათესონ შიში და პანიკა, რატა ჩვენ დაგვაშინონ, განაცხადა პრეზიდენტმა პოროშენკომ მარგველაშვილთან შეხვედრისას.

უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა გიორგი მარგველაშვილს, მისი ქვეყნის მხრიდან უკრაინისათვის გაწეული მხარდაჭერის გამო ,,ჩვენ მოხარულები ვართ თქვენი ხილვით დღეს კიევში. ბოლო სამი დღის განმავლობაში, რევოლუციის ღირსების აღსანიშნავად ძალიან ბევრი ქართული დროშა ფრიალებს კიევში,,   განაცხადა პოროშენკომ.

საქართველოს პრეზიდენტმა  ,,ღირსების მარშით,, აღფრთოვანება გამოხატა. ,,ჩვენ ბედნიერები ვართ ესოდენ გაერთიანებული უკრაინის ხილვით… და არამარტო უკრაინა, ყველა მისი მეგობარიც გაერთიანებული იმ ფასეულობების მხარდასაჭერად, რომელთა დასაცავად თქვენ ასე მაგრა დგახართ. ყველა ქართველი დღეს უკრაინასთანაა,, განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ხარკოვში მომხდარი ტერაქტის დროს დაღუპულებისა და დაზარალებულების გამო სამძიმარი გამოუცხადა უკრაინას.

banner
წინა სტატიაშიეროვნული ბანკი მზად არის პროცესებში ჩაერიოს თუმცა ეს საზოგადოებას უფრო მტკივნეულად დააწვება-გიორგი ქადაგიძე
შემდეგი სტატიაჯონ მაკკეინი- მე მრცხვენია ჩემი ქვეყნის გამო