“ყველას ვურჩევ, მოერიდონ ბნელ და დახურულ ადგილებში შესვლას”- რა განაცხადა ზურაბ გურიელიძემ პრემიერთან შეხვედრაზე

გურიელიძ

“ერთი ვეფხვი და ერთიც ზოლებიანი აფთარი არ არის ნაპოვნი” – ასეთი განცხადება ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ პრემიერ-მინისტრთან საგანგებო შტაბის შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, ზოოპარკის დატბორილი ნაწილის წმენდა არ დასრულებულა, შესაბამისად, მტკიცება, რომ მტაცებლებისგან საფრთხე არ გვემუქრება, შეუძლებელია.

“ზოლებიანი აფთარი არ გახლავთ სახიფათო მტაცებელი, საკმაოდ მცირე ზომის ცხოველია და არც ყოფილა შემთხვევა, რომ თავს დასხმოდეს ვინმეს. ამის მიუხედავად, მისი დაჭერა თავად მაინც არ უნდა სცადოთ. რაც შეეხება ვეფხვს, ყველას ვურჩევ, მოერიდონ ბნელ და დახურულ ადგილებში შესვლას. ღია ადგილებში ის ნაკლებად გამოჩნდება. საკმაოდ დიდი ზომის ვეფხვია, ახალგაზრდა, თუმცა ზრდასრული” – განაცხადა გურიელიძემ, რომელმაც თავისი შეცდომა გადატანილ სტრესს დააბრალა.

მისი თქმით, ვოლიერები ჯერ ისევ ლაფითაა სავსე და გაწმენდაც მრავალი დღე დაჭირდება. ამ დროის განმავლობაში კი მოსახლეობა ფრთხილად უნდა იყოს.

“სანამ ამ ვეფხვს არ ვიპოვით ცოცხალს არ მკვდარს, მანამ მოსახლეობა ფრთხილად უნდა იყოს” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშივერეს ხეობის მდგომარეობის შესწავლისა და აღდგენითი სამუშაოებისთვის უწყებათაშორისი კომისია იქმნება
შემდეგი სტატია„როდესაც შეცდომა მოგვდის, ეს ყველამ უნდა გადავინაწილოთ“