“ყველანი გამოვლენ ციხიდან” – გიგა ბოკერია მერაბიშვილს, უგულავას, ახალაიას აქციიდან მიმართავს

გიგა ბკერიას ე. წ მოდულის შენობაში დაიბარეს

“ყველანი გამოვლენ ციხიდან,” – ასე მიმართა ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა, გიგა ბოკერიამ, ვანო მერაბიშვილს, გიგი უგულავას, ბაჩო ახალაიას.

ბოკერიამ ყოფილი მთავრობის წევრებს პოლიტპატიმრები უწოდა და მათი გათავისუფლების შესახებ ისაუბრა.

“მინდა, მივესალმო ჩვენს ყოფილ პრემიერმინისტრს, ჩვენს გენერალურ მდივანს, ვანო მერაბიშვილს, ქალაქის მერს გიგი უგულავას, თავდაცვის მინისტრს ბაჩო ახალაიას, ჩვენს კანდიდატებს, ჩვენს პოლიციელებს. ყველანი ციხიდან გამოვლენ და, რაც მთავარია, ეს მთავრობა ააშენებს ჩვენი ქვეყნის მომავალს,” – განაცხადა ბოკერიამ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.

banner
წინა სტატიაშიზაზა ბიბილაშვილი: ხელისუფლების სათავეში კი არიან რუსეთის მონები
შემდეგი სტატიათბილისის მერია აქციის მონაწილეებს მოუწოდებს ქალაქის იერსახეს გაუფრთხილდნენ