ყველაზე მაღალშემოსავლიანი მინისტრები

timer.ge

timer.ge“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა” მინისტრების და მათი მოადგილების 2014 წლის შრომითი ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.

აღნიშნული ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებას timer. ge უცვლელად გთავაზობთ:

„როგორც ირკვევა, საქართველოს იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს 2014 წელს სამუშაოს შესრულებით მიღებული აქვს 87 500 ლარი (ხელზე 70 000 ლარი), აღნიშნული თანხიდან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 75 000 ლარი წარმოადგენს მის თანამდებობრივ სარგოს და პრემიერ– მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ სახელფასო დანამატს, ხოლო დანარჩენი (12 500 ლარი) იუსტიციის მინისტრს მიღებული აქვს პრემიის ან სხვა დანამატის სახით. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის შემთხვევაში თანამდებობრივი სარგოსა და პრემიერ–მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სახელფასო დანამატის გარდა, თითოეულს 2014 წლის განმავლობაში მიღებული აქვს 6 250 ლარის ოდენობის პრემია ან სხვა დანამატი.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის N449 დადგენილებით, დამტკიცდა საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესი, რომლის მიხედვითაც დარეგულირდა მთავრობის მმართველობის სფეროში შემავალ უწყებებში დასაქმებულ პირებზე პრემიის გაცემის პერიოდულობა და მაქსიმალური ზღვარი. სამწუხაროდ, აღნიშნული დადგენილება ითვალისწინებს მხოლოდ საჯარო მოსამსახურეთა პრემიებით წახალისების სისტემის დარეგულირებას და არაფერია ნახსენები სახელფასო დანამატების შესახებ.

მნიშვნელოვანია საჯარო სამსახურში დარეგულირდეს არა მხოლოდ პრემირების, არამედ სახელფასო დანამატის გაცემის სისტემა და რომ თანამდებობრივი სარგოებისა და პრემიების სისტემის ცვლილება არ იყოს ერთჯერადი ქმედება, არამედ განხორციელდეს საჯარო სამსახურის რეფორმის კონტექსტში“, – აღნიშNულიაა IDFI-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში“საქართველოს ბანკი” აშშ დოლარში სესხის მქონე მოქალაქეებს ახალ პირობებს სთავაზობს
შემდეგი სტატია“ნაციონალური მოძრაობა” ნინო გვენეტაძეს ფრაქციის სხდომაზე არ შეხვდება