ყველაზე დასამახსოვრებელი გამოსვლები „ოსკარზე“

ყველაზე დასამახსოვრებელი გამოსვლები „ოსკარზე“

ყველაზე დასამახსოვრებელი გამოსვლები „ოსკარზე“გამარჯებულების აღფრთოვანებული გამოსვლები და წარუმატებელი ხუმრობები – ბიბისი შეეცადა ოსკარის წლევანდელი დაჯილდოვების მნიშვნელოვანი გამოსვლები შეეგროვებინა.

შოუმ პირველივე წუთებზე აღფრთოვენებული შეძახილებით მიიღო წამყვანის ნილ პატრიკ ჰარისის ხუმრობა. მას მაყურებელი კარგად იცნობს ბარნი სტინსონის როლით სერიალში „როგორ შევხვდი დედათქვენს“. მან ცერემინია გახსნა სიტყვებით: „დღეს ჩვენ ვმასპინძლობთ ყველაზე საუკეთესოებს და ყველაზე თეთრებს“ და ამით იმ კრიტიკოსების წინააღმდეგ გამოვიდა, რომელთა მტკიცებით ამერიკული კინოაკადემია შავკანიან მსახიობებს ლობირებს.

დასავლეთში დიდი გამოხმაურება მოყვა პატრისია არკეტის გამოსვლას, რომელმაც ქალის მეორეხარისხოვანი როლისთვის აიღო ოსკარი. 1
„მე მივმართავ ყველა ქალს, რომელმაც ბავშვი შობა, ყველა გადასახადის გადამხდელს და ამ ერის ყველა მოქალაქეს: ჩვენ სხვისი თანაბარი უფლებებისთვის ვიბრძოდით. ახლა მოვიდა ჩვენი დრო რომ მივაღწიოთ სამუშაოს ანაზღაურების თანაბარ უფლებებს ყველასთვის და ამივაღწიოთ შშ-ის ქალების თანაბარი უფლებების“ – თქვა მსახიობმა.

ყველაზე დასამახსოვრებელი გამოსვლები „ოსკარზე“

 

კიდევ ერთი დასამახსოვრებელი სიტყვა გრემ მურმა წარმოთქვა, რომელმაც ოსკარი საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის მიიღო ფილმისთვის „იმიტაციებით თამაში“, რომელიც გენიალურ მათემატიკოსს ალან ტიურინგს ეძღვნება. ტიურინგი ჰომოფობიის მსხვერპლი იყო. 2
მურმა აღიარა, რომ 16 წლის ასაკში თავის მოკვლა იმიტომ უნდოდა, რომ სხვებს არ გავდა. „ალან ტიურინგი არასდროს ამოსულა ამ სცენაზე და არ შეუხედავს იმ სახეებისთვის ისე, როგორც ახლა მე ვაკეთბ ამას და ეს ყველაზე დიდი უსამართლობაა, რომელიც კი ოდესმე მე გამიგია… დარჩით უცნაურები, დარჩით სხვანაირები, და როცა თქვენი დრო მოვა ამ სცენაზე დგომის, ეს სიტყვები სხვა ადამიანებს გააგებინეთ“ – თქვა სცენარისტმა.
გაზეთმა Independent მურის სიტყვები ყველაზე მნიშვნელოვან გამოსვლად დაასახელა წლევანდელ ოსკარზე.

უკმაყოფილების დიდი ტალღა დაატყდა თავს შონ პენს, რომელმაც საუკეთესო ფილმის ნომინაცია გამოაცხადა. მან გამარჯვებული ფილმის ბარათი გახსნა და რეჟისორ ალეხანდრო გონსალეს ინიარიტზე თქვა: „ვინ მისცა ამ ნაბიჭვარს გრინ-ქარდი?“ 3
Entertainment Weekly-ის ჟურნალისტმა პენსმა ამ სიტყვებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დაწერა: „წარმოუდგენლად შოკირებული ვარ შონ პენის კომენტარის გამო. არასდროს გადავიხდი ფულს იმისთვის, რომ მის ფილმებს ვუყურო“.
თავად გამარჯვებული რეჟისორი შონ პენსი ხუმრობას ძალიან მშვიდად შეხვდა და მას ძალიან სასაცილო უწოდა.

ყველაზე დასამახსოვრებელი გამოსვლები „ოსკარზე“
„ჩვენ შონთან ისეთი ურთიერთობა გვაქვს, რომელის გადატანა მხოლოდ მეგობრობას თუ შეუძლია… როცა მე გადავიღე ის „21 გრამში“, მაშინაც ასე ხუმრობდა“ უთხრა რეჟისორმა ჟურნალისტებს ცერემონიის შემდეგ.
ამ კომენტარმა ვერ დაამშვიდა ამერიკელი ბლოგერები: „ყველა, ვინც ფიქრობს, რომ ეს ორი ადამიანი ეხუმრებოდა ერთმანეთს – არა. შონ პენი 40 მილიონთან ხუმრობდა იმ დღეს“ – წერს ბევრი მათგანი.

banner
წინა სტატიაშიკრიზისიდან გამოსვლის გზებს რამდენიმე დღეში საზოგადოებას წარუდგენთ
შემდეგი სტატიაუნდა შეწყდეს დემაგოგიური და არაკომპეტენტური დაპირებები წამლებისა და სხვა საქონლის სუბსიდირების შესახებ ამის რესურსი ქვეყანას არა აქვს–რომან გოცირიძე