ყვარლის რაიონულ საავადმყოფოს ინტოქსიკაციით 80-მდე ადამიანმა მიმართა

80-მდე გაიზარდა ყვარლის რაიონულ საავადმყოფოში მიმართვიანობა. ამ დროისთვის ადგილზე 32 პაციენტი რჩება. რამდენიმე თელავის რაიონულ საავადმყოფოშია. ყვარლიდან გაწერილებს რეკომენდაციები მისცეს.

ადგილზე ავთანდილ თალაკვაძე იმყოფება. ჯანდაცვის სამინისტროს წარმოამდგენელმა ყვარელს პრობლემურ უბნებში წყლის მიწოდების აღდგენის რეკომენდაცია მისცა. თუმცა, წყლის გამოყენება 10 წუთის დინების შემდეგ შეიძლება. ამ ეტაპზე სწავლობენ წყლის შემადგენლობას. ინტოქსიკაციის მიზეზი შესაძლოა დღის ბოლოსთვის იყოს ცნობილი.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ღვინიაშვილი – საქართველოს ემბარგო ემუქრება
შემდეგი სტატიანინო გიორგობიანი შინაგან საქმეთა სამინისტროს ტოვებს