ყვარლის მოსახლეობა ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს

სტიქია მარნეულში

წუხელ მოსული ძლიერი სეტყვის შედეგად, ყვარლის რაიონში ათეულობით ჰექტარი ვენახი, საზამთროსა და სიმინდის ბაღებია განადგურებული. გლეხების თქმით, მოსავალი 100 პროცენტით არის განადგურებული. ადგილობრივები დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ და აცხადებენ, რომ ზარალის ანაზღაურების გარეშე, აგროკრედიტების გადახდას ვერ შეძლწბენ.
გლეხების თქმით, ყვარელში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ არ იმუშავა, რამაც ზარალი გამოიწვია. მოსახლეობა ზარალის დამთვლელ კომისიას დილიდან ელოდება ყვარელში, თუმცა ამ დრომდე მათთან არავინ მისულა.
კახეთის გუბერნატორის ირაკლი შიოლაშვილის განცხადებით, ზარალს შესაბამისი კომისია დაითვლის, დაზღვეული მოსავალი ავტომატურად ანაზღაურდება.

banner
წინა სტატიაშიალექსის ციპრასი: ჩვენ არ გვინდა ბრძოლის შეწყვეტა და შემდეგ ბოდიშის მოხდა ამისთვის
შემდეგი სტატიაგიორგი მღებრიშვილი : როგორ შეიძლება მინისტრმა თითოეულ პატიმარზე აკეთოს კომენტარი