“ყვარელში სასმელი წყალი უვნებელია ქიმიური მაჩვენებლებით”

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ყვარელში წყალზე აღებული სინჯების, ლაბორატორიული ანალიზების შედეგებს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ სასმელი წყალი ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ ნორმებს შეესაბამება.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ყვარელში მასიური ინტოქსიკაციის შემთხევასთან დაკავშირებით, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ, გეგმიური მონიტორინგის გარდა, დამატებით განახორციელა წყლის ლაბორატორიული კვლევა ქიმიურ-მიკრობიოლოგიურ პარამეტრებზე.

“გუშინ, ყვარლის რაიონულ საავადმყოფოში ათობით ადამიანი ინტოქსიკაცის ნიშნებით შეიყვანეს. მოწამვლის ზუსტი მიზეზი გუშინდელი მონაცემებით არ გამოვლინდა, თუმცა დღევანდელი ინფორმაციით, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი ავრცელებს, ჯგუფური მოწამვლის მიზეზი, ნაწლავური ინფექცია- ნოროვირუსია. ყვარელში მასიური ინტოქსიკაციის შემთხევასთან დაკავშირებით, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ, გეგმიური მონიტორინგის გარდა, დამატებით განახორციელა წყლის ლაბორატორიული კვლევა ქიმიურ-მიკრობიოლოგიურ პარამეტრებზე. დადგინდა რომ, ყვარელში სასმელი წყალი უვნებელია ქიმიური მაჩვენებლებით, ასევე სტანდარტს აკმაყოფილებს ის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლები, რომელთა დადგენა მოხერხდა 24 საათში. წყლის ხარისხი აკმაყოფილებს სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ ნორმებს, რაც გამორიცხავს ყვარლის მოსახლეობის ინტოქსიკაციის მიზეზად სასმელი წყლის მოხმარებას. შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ ყველა რეგიონში დადგენილი სტანდარტებით ხდება წყლის დამუშავება, დაქლორვა-დეზინფექცია და ყოველდღიური ლაბორატორიული კონტროლი”, – ნათქვამია გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში„დროა კოალიცია შეეგუოს, რომ მარგველაშვილი „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის წევრი არ არის“
შემდეგი სტატიამიხეილ უკლებამ უკრაინულ მედიას რუსეთის პროვოკაციული ქმედებებზე ინფორმაცია მიაწოდა