ყაჩაღობა რუსთავში – 77 წლის მამაკაცს, რომელიც სახლში მარტო იმყოფებოდა, სავარაუდოდ, 3 პირი თავს დაესხა. მოხუცებულმა მათ კარი არ გაუღო, რის გამოც ისინი სახლში ფანჯრიდან შეიჭრნენ.
დაზარალებულმა ყაჩაღებს წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც მოხუცებული დანით დაჭრეს. მას მუცლის არეში 3 ჭრილობა აქვს მიყენებული.
მამაკაცს რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. მისი მდგომარეობა მძიმე იყო, თუმცა ამ ეტაპზე ის სტაბილურია.
როგორც ცნობილია, დამნაშავეებმა მცირე ოდენობის თანხის წაღება შეძლეს.
“კურიერი” შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც ყაჩაღობის ფაქტს არ ადასტურებენ.