ყაჩაღობაში ბრალდებულმა “პროკრედიტ ბანკიდან” 15 000 ლარი, 9 000 აშშ დოლარი და 5 000 ევრო გაიტაცა

ყაჩაღობაში ბრალდებულმა “პროკრედიტ ბანკიდან” 15 000 ლარი, 9 000 აშშ დოლარი და 5 000 ევრო გაიტაცა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული.
შსს-ს ცნობით, ბრალდებული საკუთარ ბინაში დააკავეს და გატაცებული თანხა ამოიღეს.
ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 1983 წელს დაბადებული ვარლამ მ. დააკავეს.
“გამოძიებამ დაადგინა, რომ ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა ბრალდებულმა ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე “პროკრედიტ ბანკი” დააყაჩაღა, საიდანაც 15 000 ლარი, 9 000 აშშ დოლარი და 5 000 ევრო გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული პირი მომხდარიდან რამდენიმე საათში მის საცხოვრებელ ბინაში დააკავეს. ამოღებულია ყაჩაღობის შედეგად დაუფლებული თანხა. გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით”, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში

banner
წინა სტატიაშიპუტინის კავშირები რუსულ ნარკო-მაფიასთან
შემდეგი სტატიასოციალურად დაუცველებმა, იპოთეკით დაზარალებულებმა და ეკომიგრანტებმა ბათუმის ცენტრალური ქუჩები გადაკეტეს