ყარაბახი, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ომის განახლების ზღვარზეა…

ყარაბახის გარშემო ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებული მოვლენები, კონფლიქტის განახლებისა და ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების დაწყების საბაბი შეიძლება გახდეს….

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში, რომელიც ყარაბახში წლების წინ დაიწყო, ბოლო დღეებში გამწვავებულ სიტუაციას  და სისხლისმღვრელ ბრძოლებს, მხარეები ერთმანეთს აბრალებენ…. ურთიერთბრალდებები კი კონფლიქტის გაღვივებას კიდევ უფრო უწყობს ხელს, რადგან ეფექტური საერთაშორისო მონიტორინგი, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის  კონტროლის განხორციელებასა და მხარეების დააშოშმინებას შეძლებს, ყარაბახის ტერიტორიაზე თითქმის არ არსებოს… აქედან გამომდინარე, დაპირისპირებული მხარეები პრძოლის ველზე პრაქტიკულად ,,მსაჯის,, გარეშე პირისპირ არიან დარჩენილნი.

სომხეთმა, რომელიც კონფლიქტურ რეგიონს ამჟამად აკონტროლებს, თუ აქამდე მიმდინარე საერთაშორისო მოლაპარაკებებში ყარაბახს აზერბაიჯანის სახელმწიფოსგან  ადგილობრივი მოსახლეობის ნებით გამოყოფილ დამუკიდებელ სუბიექტად იხსენიებდა,  26 სექტემბერს პრეზიდენტ სერჟ სარგსიანი პირით განაცხადა, რომ  ,,ყარაბახი სომხეთია და მისი განუყოფელი ნაწილი,,… რამაც აზერბაიჯანი კიდევ უფრო დაძაბა.

აზერბაიჯანის ოფიციალური პირების განცხადებით, ისინი უპირატესობას ანიჭებენ დიპლომატიურ მოლაპარაკებებს მაგრამ ამავე დროს მზად არიან ყარაბახის ძალისმიერი გზით დასაბრუნებლადაც… ,,თუ სომხეთი ჯარს არ გაიყვანს ოკუპირებული ყარაბახიდან, აზერბაიჯანი მზადაა კონტროლი აღადგინოს დაკარგულ ტერიტორიებზე,, ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელდარ მამედიაროვმა 26 სექტემბერს ნიუ-იორკში ყოფნისას განაცხადა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ყარაბახში მომხდარი მხოლოდ ბოლო შეტაკების დროს, სომხეთის არმიას 4 ჯარისკაცი დაეღუპა და 16 დეჭრა, რომელთაგან 10 მძიმე მდგომარეობაშია… მაშინ როცა აზერბაიჯანის მხრიდან 1 დაღუპულისა და 3 დაჭრილის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია.

ბოლო დღეებში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს აზერბაიჯანული არმიის უპირატესობა, რომ აშკარაა, ამაზე სომხეთის პრეზიდენტის განცხადებებიც მომწმობს, რომელიც ომის საშიშროებაზე და სომხეთის მხრიდან აზერბაიჯანული არმიის წინააღმდეგ უფრო მძლავრი და მასშტაბური იარაღის გამოყენებაზე ალაპარაკდა… სარგსიანმა აზერბაიჯანული არმიის დისლოკაციის ადგილების სარაკეტო დარტყმებით იერიშის შესაძლო მიტანაზეც ისაუბრა.

ექსპერტების აზრით, სამხედრო ბიუჯეტითა და ბოლო დროს რუსეთისგან განხორციელებული მილიარდობით დოლარის მაღალი ხარისხის საბრძოლო იარაღის შესყიდვით, აზერბაიჯანის არმია კავკასიაში ლიდერის პოზიციაზეა და მას თურქეთის მხარდაჭერაც უმაგრებს ზურგს… თუმცა სომხეთის უკან ამ ქვეყანაში არსებული რუსული ბაზები დგას და ის პარტნიორული ურთიერთობები, რაც სომხეთს კავკასიაში რუსეთის ყველაზე ერთგულ მოკავშირედ აღიარებს…  ამ ფაქტორების გათვალისწინებით კი, სომხეთ-აზერბაიჯანის ომის განახლება დიდი ალბათობით, კონფლიქტის კიდევ დიდი დროით გაჭიანურებას, დიდ მსხვერპლს და რეგიონის დესტაბილიზაციას მოიტანს შედეგად.

აზერბაიჯანულ და სომხურ მედიაზე დაყრდნობით

კახაბერ ადამია ,,თაიმერი,,

 

banner
წინა სტატიაშიპრობლემა ჩვენშია და არა ხელისუფლებებში… ამ ხელისუფლებებსაც ხომ ჩვენ ვირჩევთ…
შემდეგი სტატია,,ისლამური სახელმწიფოს,, გამო ბიძაშვილმა ბიძაშვილი მოკლა… (VIDEO)