ყალბი სახელფასო ცნობების ფაქტზე თაღლითური ჯგუფი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თაღლითობის ფაქტზე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, ერთ-ერთი საწარმოს თავმჯდომარე, ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, წინასწარ დაგეგმილი თაღლითური სქემით, სხვადასხვა ფიზიკური პირების სახელზე სისტემატიურად ამზადებდნენ ყალბ სახელფასო ცნობებს. ამ ცნობებით კი ხდებოდა ბანკებიდან და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან დიდი ოდენობით სესხის მიღება, ასევე ტექნიკის განვადებით გამოტანა.

დაკავებულთა მიმართ წარდგენილი ბრალი 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშისომხეთის პროტესტი – დაძაბული ღამე
შემდეგი სტატიატუნისის ტერაქტზე ისლამურმა სახელმწიფომ აიღო პასუხისმგებლობა