“ყაზტრანსგაზ თბილისი” – ტარიფების გადახედვა შეეხება იურიდიულ პირებს და არა მოსახლეობას

უკრაინა რუსულ გაზს ევროპულს ჩაანაცვლებს

“ყაზტრანსგაზ თბილისის” ხელმძღვანელის, გია ბენაშვილის ინფორმაციით, გაზის ტარიფის გადახედვა მხოლოდ იურიდიულ პირებს შეეხებათ. როგორც გია ბენაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, კომპანია “ყაზტრანსგაზ თბილისი” გაზის 100 %-ს ყიდულობს.
“გაზის საყიდლად ჩვენ ვიხდით დოლარს და ვყიდით ლარებში. ტარიფები, რომელიც დღეს მოქმედებს არის დადგენილი 2007-2008 წლებში. მას შემდეგ ლარმა განიცადა ცვლილებები. კომპანია მაქსიმალურად ცდილობდა, რომ შიდა რეზერვებით განეხორციელებინა პრობლემების მოგვარება და ეს ტარიფებს არ შეხებოდა”, – განაცხადა გია ბენაშვილმა.
მისივე განმარტებით, კომპანიამ ოქტომბრიდან მოყოლებული მხოლოდ ლარის კურსის ცვლილების გამო თითქმის 11 მილიონ ლარამდე დაკარგა.
“კომპანიას აღარ დარჩა შიდა რეზერვები, რის ხარჯზეც შეიძლება გააკეთოს ყველაფერი – იყიდოს გაზი და თბილისს გაზმომარაგების პრობლემა არ ჰქონდეს”, – აღნიშნა მან.
ბენაშვილის თქმით, დღესდღეობით სემეკის მიერ დადგენილი ტარიფები მოქმედებს, თუმცა კომპანიამ უკვე მიმართა მას, რასთან დაკავშირებითაც შექმნილია კომისია, რომელსაც დეტალურად აქვს ინფორმაცია მიწოდებული.
“საქართველოს მთავრობაც იხილავს ამ საკითხს და უახლოეს მომავალში გეცნობებათ ამის შესახებ. ტარიფების გადახედვა შეეხება იურიდიულ პირებს და არა მოსახლეობას”, – განაცხადა გია ბენაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგია კორკოტაშვილი:-„არაა ლამაზი როცა ერთ ქვეყანაში დამნაშევი (ძებნილები) მეორე ქვეყანაში მმართველ თანამდებობებზე არიან“
შემდეგი სტატიაუკრაინა- ნამდვილი მშვიდობის იმედი გაჩნდა