ყაზბეგში პროდუქტების შეტანა ამინდის გაუმჯობესების შემდეგ გახდება შესაძლებელი

ყაზბეგში საკვები პროდუქტების შეტანა ამინდის გაუმჯობესების შემდეგ გახდება შესაძლებელი, – ამის შესახებ
მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ნუგზარ ყიფიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ცუდი ხილვადობის გამო, ყაზბეგში ვერტმფრენები ფრენას ვერ ახერხებენ.
მისივე თქმით, ყაზბეგში, მაღაზიებში პროდუქტები აღარ არის.

“ვფიქრობთ, როგორ შევიტანოთ პროდუქტები. ფრენა არ არის, ხილვადობა არ არის, როგორც კი ხილვადობა იქნება, ყველა საჭირო პროდუქტს მივაწვდით”, – განაცხადა ნუგზარ ყიფიანმა.

მისივე თქმით, ლარსის საზღვარო გამშვებ პუნქტზე მძღოლები და უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან ჩარჩენილები.
“მაღაზიებში არაფერია, ამიტომ ვერ ახერხებენ პროდუქტების შეძენას. ოჯახებში კი პროდუქტების პრობლემა არ არის, თუმცა რაღაც მარაგის შეტანა აუცილებელია. როგორც კი ხილვადობა იქნება აუცილებლად შევიტანთ”, – განაცხადა ყიფიანმა.

banner
წინა სტატიაშიგამგებლის ინფორმაციით, ყაზბეგში საკვები პროდუქტების მარაგი იწურება
შემდეგი სტატიაებოლას ვირუსის ერთ-ერთ მძიმე უბანზე ქართველი ექიმიც მუშაობს