ყაზბეგში არადეკლარირებული ვალუტა აღმოაჩინეს

რუსეთში დოლარს აკრძალავენ: რუსების ანგარიშები ავტომატურად დაიხურება, აღმოჩენილი დოლარები კი ჩამოერთმევათ

ყაზბეგში არადეკლარირებული ვალუტა აღმოაჩინეს. როგორც “თაიმერს” შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, 17 მაისს საბაჟო გამშვები პუნქტი “ყაზბეგის” ტერიტორიაზე არადეკლარირებული 25 000 აშშ დოლარი (59 093 ექვივალენტი ლარში) აღმოაჩინეს. აღნიშნული ვალუტა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს, პ.კ-ს მებაჟე ოფიცრებმა საბაჟო დათვალიერებისას ტანსაცმლის ქვეშ, სხეულზე დამაგრებული უპოვეს.
საგადასახადო კოდექსის 289-ემუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს სანქციის სახით ფულადი ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით შეეფარდა.

banner
წინა სტატიაშიავსტრიის პრეზიდენტმა საქართველოში ვიზიტი დაასრულა
შემდეგი სტატიაჭავჭავაძის #43-ში ხანძარი სავარაუდოდ, წყლის გამათბობელმა გამოიწვია