ყაზანში დამწვარი სავაჭრო ცენტრის მეპატრონეს ემუქრებოდნენ

qahramanგუშინ, ყაზანში დამწვარი სავაჭრო ცენტრ  ,,ადმირალის,, აზერბაიჯანელ მეპატრონეს ჰუსეინ გახრამანოვს, უცნობი პირები, მომხდარ ტრაგედიამდე გარკვეული პერიოდით ადრე, მისი სავაჭრო ცენტრის გადაწვით ემუქრებოდნენ.

,,მე ჩავთვალე ეს მუქარები რეალურად… მყავდა 10 კაციანი დაცვა პერიმეტრზე აყვანილი და ამის გარდა ჩემი ნათესავებიც დავაყენე ობიექტის დასაცავად… ვიცავდით დღე და ღამე თუმცა ხანძრი მაინც გაჩნდა,, განაცხადა გახრამანოვმა… მისივე განცხადებით, ხანძრის გაჩენისთანავე სავაჭრო ცენტრი აბსოლიტურად ყველამ დატოვა… ,,თუმცა მას შემდეგ რაც ხანძარმა იმძლავრა და გასაგები გახდა, რომ იქ არსებულ საქონელს ცეცხლი შთანთქავდა, ცენტრში არსებული მაღაზიების მეპატრონეები… 600-მდე ადამიანი ვერ დავაკავეთ… მათ ყველას კრედიტები აქვთ აღებული და ამიტომაც შევარდნენ საქონლის გადასარჩენად… დიდი მსხვერპლიც  ამან გამოიწვია…,, განაცხადა გახრამანოვმა.

აღსანიშნავია, რომ ყაზანში გუშინდელი ხანძრის ლოკალიზება მხოლოდ დღეს დილისთვის მოხეხრდა… გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარმა 20-მდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და კიდევ 25 ადამიანი ამ დრომდე ნანგრევებშია მოყოლილი.

 

banner
წინა სტატიაშიპესკოვმა პუტინის ავადმყოფობას ,,გაზაფხულის გამწვავება,, უწოდა
შემდეგი სტატიარუსეთში დასახვრეტთა სია