ღიად და პატიოსნად ეთქვათ უკმაყოფილების მიზეზები

ნუგზარ წიკლაური: საბოლო მიზანი კი იქნება საქართველოს უნიათო ხელისუფლების მოცილება

8popopopopopkjkjkjერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ნუგზარ წიკლაური ოთხი თანაგუნდელის პარტიიდან წასვლას სოციალური ქსელით ეხმაურება.” ემოციურად არ არის ადვილი ჩვენი ყოფილი თანამებრძოლების მოულოდნელი და უპასუხისმგებლო გადაწყვეტილების შეფასება.უბრალოდ, წესიერება მოითხოვდა, რომ ღიად და პატიოსნად ეთქვათ უკმაყოფილების მიზეზების შესახებ და საკუთარ პარტიაში პარტიზანული მოძრაობა არ წამოეწყოთ.” წერს ნუგზარ წიკლაური და იქვე დასძენს, რომ მასსა და მის უკვე ყოფილ თანაგუნდელებს ელემენტარულ ეთიკაზეც განსხვავებული წარმოდგენები აქვთ.”მთავარი სათქმელი ის არის, რომ ეს ხალხი ბრძოლიდან გავიდა. არ ვიკადრებ იმაზე სპეკულაციას, რამდენად მონაწილეობდა ამ გადაწყვეტილების მიღებაში ხელისუფლება, თუმცა ერთი რამ სავსებით ნათელია: ოთხივე წასული დეპუტატი მოემსახურა ივანიშვილის ინტერესს. ეს ადამიანურად არის ძალიან სამწუხარო, თორემ პოლიტიკური თვალსაზრისით დრამატული არ არის. ბრძოლა გაგრძელდება და ამ ბრძოლაში აუცილებლად გავიმარჯვებთ ბრძოლიდან გაქცეულების გარეშეც” წერს სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე წიკლაური.

banner
წინა სტატიაშიუპასუხისმგებლოები აღმოჩნდნენ–გიგა ბოკერია
შემდეგი სტატიაანჯეი დუდა პოლონეთის პრეზიდენტად ოფიციალურად დასახელდა