ღარიბაშვილმა ლიტვის რესპუბლიკას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

მისალოცი წერილი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლიტველ კოლეგას ალგირდას ბუტკევიჩიუსს გაუგზავნა.

„ლიტვა წელს მნიშვნელოვან თარიღს აღნიშნავს – ლიტვის სახელმწიფოს აღდგენის 25-ე წლისთავს. თქვენი მიღწევები ძლიერი, დემოკრატიული და გაბრწყინებული სახელმწიფოს მშენებლობაში აღსანიშნავია. ეს შესაძლებელი გახდა ძლიერი ძალისხმევითა და მიზანდასახულობით, რაც სამაგალითოა ყველა იმ ქვეყნისთვის, რომელიც თქვენს გზას მიჰყვება.

ჩემთვის დიდი პატივი იყო თქვენი მასპინძლობა საქართველოში, სადაც ჩვენ გვქონდა ბრწყინვალე შესაძლებლობა, განგვეხილა სამომავლო ნაბიჯები მთელ რიგ სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით, განსაკუთრებით სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოების შესაძლებლობები, რომელსაც ღრმა და ყვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხება გვთავაზობს.

თქვენი ვიზიტი იყო მეგობარი ქვეყნის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი მხარდაჭერის კიდევ ერთი გამოხატულება“, – ნათქვამია მისალოც წერილში.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილმა დალია გრიბაუსკაიტეს ლიტვის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
შემდეგი სტატიაწარმოუდგენელია ასეთ ნაბიჯს დავარქვათ პატივისცემა მეგობარი ქვეყნის მიმართ”-კვაჭანტირაძე სააკაშვილის დანიშვნაზე