ღარიბაშვილი ხიდაშელის კომიტეტის თავმჯდომარეობაზე თანახმაა

ვის დაემუქრა ღარიბაშვილი კოალიციიდან გაშვებით

ირაკლი ღრიბაშვილი თანახმაა, რომ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარედ თინა ხიდაშელი დაინიშნოს.

ამის შესხებ რამდენიმე წუთის წინ კოალიცია ქართული ოცნების წარმომადგენელმა, თემურ ჭკუასელმა ჟურნალისტებს “ოცნების” ოფისთან განუცხადა.

მისი თქმით, ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე თინა ხიდაშელის კანდიდატურა გადაწყვეტილია და ეს ერთადერთი კანდიდატურაა და მას პრემიერი დაეთანხმა.

“ფრაქციის სხდომაზე ეს გადაწყვეტილება მივიღეთ. პრემიერი მის კანდიდატურას დაეთანხმა, ამით ძალიან ბევრი რამ არის გათვალისწინებული და გააზრებული,” – აღნიშნა თემურ ჭკუასელმა.

ეს თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც საპარლამენტო უმრავლესობამ თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენელებს საპარლამენტო თანამდებობე დაატოვებინეს. ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს ვიქტორ დოლიძე იკავებდა.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი – ჩვენი არჩევანი არის რეგიონული პროპორციული სისტემა
შემდეგი სტატიაკუს ტბის ყოფილი მფლობელი დაჭრეს