ღარიბაშვილისთვის გაუგებარია, რატომ მოჰყვა ლომჯარიას, კოჟორიძისა და გიგაურის კრიტიკას შეშფოთება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის გაუგებარია, რატომ მოჰყვა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ნინო ლომჯარიას , კახა კოჟორიძისა და ეკა გიგაურის კრიტიკას არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა შეშფოთება. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას განაცხადა, ეს არის დემოკრატიის მაჩვენებელი პროცესი და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის პაექრობა. “ბატონმა ბიძინამ ერთი წლის წინ განაცხადა, რომ გადადიოდა არასამთავრობო სექტორში და გადავიდა კიდეც. მას აქვს დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია “მოქალაქე”. რატომ მიჰყვა მის განცხადებას ასეთი შეშფოთება დანარჩენი არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი და აუხსენელია. თუ ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია აკრიტიკებს მეორეს ან უბრალოდ აზრს გამოთქვამს მასზე, რატომ უნდა იყოს ეს გაკვირვების საგანი, ვერ ვხდები. ყველას გვაქვს სრული უფლება, ერთმანეთზე გამოვთქვათ ჩვენი ზარი”, – განაცხადა ღარიბაშვილმა. პრემიერის გამარტებით, ხშირად ისმენს მთავრობის კრიტიკას, მაგრამ გაგებით ეკიდება, რადგან აღნიშნულს ნორმალურ პროცესად მიიჩნევს. “ჩვენ საქართველოში ვუზრუნველყავით სრული დემოკრატია. ყველა ადამიანის, ყველა ორგანიზაციის სიტყვის თავისუფლება არის დაცული და ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, მომწონს თუ არა მედიის თუ არასამთავრობო სექტორის მხრიდან მთავრობაზე გაკეთებული რაიმე განცხადება, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ სიტყვის თავისუფლება იქნას გარინტირებულად დაცული. დასრულდა ის დრო, როცა ამ კუთხით არავითარი გარანტიები არ არსებობდა. აქედან გამომდინარე მიმაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს არის ჯანსაღი პროცესი. ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ჩვეულებრივი დისკუსია და პაექრობა, რომელიც ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის არის დამახასიათებელი”, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

banner
წინა სტატიაში„განსაკუთრებული საფრთხეები მოსალოდნელია ჩემს წინააღმდეგ“ – ირაკლი ფირცხალავას მეუღლე
შემდეგი სტატია“კრიმინალებმა გვესროლეს და ვესროლეთ,”- გიორგი ცააძე ე.წ. კორტების სპეცოპერაციაზე