„ღამის მგლებს“ გერმანიისკენ გარბენნის გაგრძელების უფლება მისცეს

რუსული მოტო-კლუბის ბაიკერები „ღამის მგლები“, რომლებიც ბავარიის პოლიციამ მიუნჰენის შესასვლელთან დააკავა დოკუმენტების შემოწმების მიზნით, გზას აგრძელებენ.
„გაგვიშვეს. პასპორტები დაგვიბრუნეს. გაშვებით კი გამგვიშვეს, მაგრამ თვალთვალს აგრძელებენ. ახლა პოლიცია იმ სასტუმროს გვერდით დგას, სადაც ვიმყოფებით“ – წერია მოტოკუბის ბლოგზე.
ზუსტად რამდენმა ბაიკერმა გადაკვეთა გერმანიის საზღვარი, მოტოკლუბში არ აკონკრეტებენ. ბავარიის პოლიციის მონაცემებით ისინი დაახლოებით ათნი არიან.
ბაიკერები უახლოეს დღეებში „დაჰაუს“ მემორიალური კომპლექსის მონახულებას აპირებენ, რომელიც ყოფილი საკონცენტრაციო ბანაკის ტერიტორიაზეა.
შაბათს ბაიკერებმა ვენაში დაღუპული საბჭოთა ჯარისკაცების მემორიალური დაფა ყვავილებით შეამკეს.
ევროპაში „ღამის მგლების“ შესვლა გააპროტესტეს პოლონეთის, ჩეხეთის და გერმანიის მთავრობებმა.
მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთმა „ღამის მგლები“ ოფიციალურად არ შემოუშვა ქვეყანაში, რამდენიმე მათგანმა მაინც მოახერხა ევროკავშირის ტერიტორიაზე შეღწევა. ბაიკერების თქმით, ისინი ევროკავშირის ტერიტორიაზე ლეგალურად შემოვიდნენ, თუმცა არ დააკონკრეტეს რა გზებით .

banner
წინა სტატიაშისროლა წინასწარმეტყველ მოჰამედის კარიკატურების კონკურსზე
შემდეგი სტატიაHP-ის ყოფილი ხელმძღვანელი ამერიკის პრეზიდენტობაზე კენჭს იყრის