პროპუტინელმა ბაიკერებმა „ღამის მგლები“ სევასტოპოლში 267 ჰექტარი მიწა საჩუქრად მიიღეს. სევასტოპოლი რუსების მიერ ანექსირებულ უკრაინის ტერიტორიაზეა. როგორც ქალაქის ადმინისტრაცია ამბობს, ბაიკერები „პატრიოტულ სპორტს“ ჩაუდგებიან სათავეში.
„ღამის მგლებს“ ცხოვრების ჯანმრთელი წესის პოპულარიზაცია ევალებათ.
მიწაზე, რომელიც ბაიკერებს გადაეცა, მათ უფლება აქვთ სავაჭრო ობიექტები ააშენონ, ასევე კვების ობიექტები და სასტუმროები.
მიწის არენდის თანხა ბაიკერებს შეღავათით დაუმტკიცდათ, თითო კვადრატული მეტრი ერთი ამერიკული ცენტი.
ხელშეკრულებას ხელი მალე მოეწერება.