მსოფლიოში ცნობილ სოციალური რესურსების გვერდ Change.org -ში, სადაც მომხმარებლები პეტიციებს ქმნიან, რუსეთის პატრიარქისადმი მიმართვა გაჩნდა, სადაც მომხმარებლები რუსული ბაიკ კლუბის «ღამის მგლების» მეთაურის ალექსანდრ ზალდასტანოვის, იგივე «ქირურგის» სიცოცხლეშივე წმინდანად შერაცხვას ითხოვენ.
პეტიცია შედგენილია მომხმარებლის სახელით, რომელსაც რუსეთში სკანდალური პოლიტიკოსის ვიტალი მილონოვის ფოტო აქვს დაყენებული.
“თქვენო უწმინდესობავ, ჩვენ, ქვევით ხელმომწერი მართლმადიდებლები უმდაბლესად გთხოვთ განიხილოთ გაერთიანება «რუსი მოტოციკლისტების» ლიდერის ალექსანდრ ზალდასტანოვის (ქირურგის) სიცოცხლეშივე კანონიზაციის საკითხი” – ნათქვამია პეტიციის ტექსტში.