ქუცნაშვილი პროკურატურას კორტების საქმის მთავარი მოწმის უსაფრთხოების დაცვისკენ მოუწოდებს

მათი საქმე არ უნდა იყოს ძროხების საბუთების დევნა,

ზაქარია ქუცნაშვილი პროკურატურას  ე.წ. “კორტების საქმის” მთავარი მოწმის დაცვის პროგრამის სრულყოფილად ამუშავებისკენ მოუწოდებს.

უმრავლესობის წევრის განმარტებით, ბიძინა ივანიშვილმა საჯაროდ პირველმა დაასახელა მთავარი მოწმის ადგილსამყოფელი და მოწმის დაცვის პროგრამის ეფექტურობისთვის უკრაინასთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში შესაბამისი ზომების გატარება უნდა მოხდეს.

ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, ჩვენება გამოძიებისთვის უკვე მიცემულია და დეტალები მისთვის და ბიძინა ივანიშვილისთვისაც ცნობილია.

“მოვუწოდებ პროკურატურას, სრულყოფილად აამუშაოს მოწმის დაცვის პროგრამა იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს უკრაინასთან სამართლებრივი დახმარების შესახებ ორმხრივი ხელშეკრულება გაფორმებული, რომ ამ მოწმეს საფრთხე არ შეექმნას. მეორეს მხრივ, რაც მე ვიცი ბატონ იურისგან, მას ჩვენება ჩამოართვა მთავარმა პროკურატურამ. ასევე მკვლელებს მინდა, შევუთვალო, რომ მთავარი მოწმის ლიკვიდაცია სამართლებრივი თვალსაზრისით მათ არანაირ შედეგს არ მოუტანს,” – აცხადებს ზაქარია ქუცნაშვილი.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა
შემდეგი სტატიაევროკავშირი რუსეთს უკრაინაში ძალადობის შესაჩერებლად სრული პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებს