ქუცნაშვილი: ივანიშვილმა დაადასტურა ის რასაც ჩვენ ვაპროტესტებთ

“ივანიშვილმა დაადასტურა ის რასაც ჩვენ ვაპროტესტებთ,“- ეს გაცნხადება ზაქარია ქუცნაშვილმა ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს კომენტირებისას გააკეთა.

„მოქალაქე“ ივანიშვილმა გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ გასულ კვირას უმრავლესობის წევრებს შორის გაუგებრობა მოხდა.

“ბატონ ბიძინას დაუდასტურებია ის, რასაც ჩვენ ვაპროტესტებთ, რომ ინფორმაცია არ ჰქონდა პარლამენტის წევრთა აბოლუტურ უმრავლესობას. გუნდის რიგით წევრებს ვერ მოვთხოვთ ვერც ორგანიზებულობას, ვერც კოორდინირირებას, ვერც ინფორმირებულობას. ეს სხვისი მოვალეობაა, ამიტომ თუ სხვა ვერ ასრულებს თავის მოვალეობას ჯეროვნად, ეს არ არის პარლამენტის რიგითი წევრების ბრალი.

ბატონი ბიძინას სურვილი, რომ გუნდურობა იყოს შებარჩუნებული სწორია, და შებასამისად გსასაზიარებელი, თუმცა არის რამდენიმე შემთხვევა, როცა პარლამენტის წევრებს მოუწევთ ინდივიდუალური გადაწვეტილებების მიღება,”- განაცხადა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“საქართველოს ევროპულმა და სომხეთის ევრაზიულმა არჩევანმა ორი ქვეყნის ურთიერთობას ხელი არ უნდა შეუშალოს” – უსუფაშვილი
შემდეგი სტატიაუკრაინის გენერალურმა პროკურორმა დავით საყვარელიძე თანამდებობაზე ოფიციალურად წარადგინა