ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებულების მშობლები ზუგდიდიდან ქუთაისში ფეხით მიემართებიან

S2060009-636x395ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებულების მშობლები ზუგდიდიდან ქუთაისში ფეხით მიემართებიან.მანამდე,დაკავებულების მშობლებმა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურასთან საპროტესტო აქცია გამართეს.ისინი ოლქის პროკურორთან გიზო უბილავასთან ითხოვდნენ შეხვედრას.მათ დაცვის წევრებმა უთხრეს,რომ პროკურორი ადგილზე არ იმყოფებოდა. ამის შემდეგ აქციის მონაწილეებმა ქუთაისის პარლამენტამდე ფეხით წასვლა გადაწყვიტეს.

„სენაკში ამავე საქმეში ბრალდებულების დედები შემოგვიერთდებიან და ერთად ჩავალთ ქუთაისამდე.შეხვედრას მოვითხოვთ ადამინის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან ეკა ბესელიასთან და სახალხო დამცველთან.ჩვენი შვილები უდანაშაულოები არიან.პროკურატურას ცრუ მოწმეები მოყავს.მოვითხოვთ შეწყდეს უსამართლობა ჩვენი შვილების მიმართ“, – თქვა ბრალდებულის ლაშა ჩქაჩხუნაშვილის დედამ მანანა ჭურღულიამ.

შსს-სსამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ფოთში,წალენჯიხაში,ზუგდიდში, სენაკში,თბილისსა და გორში ერთდროულად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 10 პირი გასული წლის სექტემბერში დააკავეს.

“გამოძიებამ დაადგინა,რომ დაკავებულები ქურდულ სამყაროს აღიარებენ,სხვადასხვა სარგებლის მიღების მიზნით, ქურდული კანონების შესაბამისად,სპეციალური წესების დაცვით მოქმედებდნენ და მიზანმიმართულად ცდილობდნენ ქურდული სამყაროს ინტერესების საზოგადოებაში დანერგვასა და განმტკიცებას”, – ნათქვამია შსს–ს განცხადებაში.

გამოძიებამ ასევე დაადგინა,რომ დაკავებულები ქვეყნის გარეთ მყოფი კანონიერი ქურდების გავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ. ისინი ქურდული სამყაროს მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფი პირებისგან კონკრეტულ დავალებებს იღებდნენ და ასრულებდნენ.

სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი,ხელყუმბარა,ასევე ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს.

გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით).

“რადიო ათინათი”

banner
წინა სტატიაშირა მოხდა კარალეთის საჯარო სკოლაში
შემდეგი სტატიამთავრობის განახლებული შემადგენლობა პარლამენტში ნდობის მისაღებად უკვე წარდგენილია