ქუთაისში დაღუპული გოგონას ნათესავებმა გზა გადაკეტეს

ავარიას ბათუმში ახალაგზრდა მამაკაცი შეეწირა

ხმაურიანი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ამ წუთებში ქუთაისში – აღმაშენებლის გამზირზე პარასკევს მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაღუპული 19 წლის გოგონას ნათესავები და ახლობლები დამნაშავე მძღოლის დაკავებას ითხოვენ. აქციის მონაწილეებმა გზაც გადაკეტეს.

ავტოსაგზაო შემთხვევა სამი დღის მოხდა. ნათესავების განცხადებით, ახალგაზრდა გოგონას ჯერ ვერცხლისფერი ჯიპი შეეჯახა, რომელსაც ქალი მართავდა. შეჯახების ძალამ გოგონა დიდ მანძილზე ისროლა, სადაც მას მეორე ავტომობილმა დაარტყა. ნათესავები ამბობენ, რომ გამოძიება მომხდარში სწორედ მეორე ავტომობილის მძღოლის დადანაშაულებას ცდილობს, ისინი კი ვერცხლისფერი ჯიპის მძღოლის დაკავებას მოითხოვენ.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია საპატრულო პოლიცია.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდის გამგებლის წარმომადგენელი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს
შემდეგი სტატიაპირველი თოვლი თბილისში და მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი