ქუთაისის ქუჩებში „ნაციონალური მოძრაობის“ შეურაცხმყოფელი პლაკატები გამოჩნდა

ქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა ქუჩებში პლაკატები არის გაკრული, სადაც საპარლამენტო უმცირესობის წევრები ჰყავთ გაშარჟებული.

პლაკატზე ასევე წარწერები: „ქათმიონალური მოძრაობა“ და „ჭირი, რომელიც უნდა გადაშენდეს“ აწერია.

„ეს პლაკატები არის ხელისუფლების სახე. ალბათ გუშინ მთელი ღამის განმავლობაში აკრავდნენ, რომ დილით მოსახლეობას ენახა. წესით ნორმალურ ქვეყანაში, ამ ქმედებით სამართალდამცავები უნდა დაინტერესდნენ“, – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი კოტე რატიანი.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია რუსთავი 2-თან დამონტაჟებული ვიდეოკამერების შესახებ განმარტებებს ითხოვს
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტი მოლდოვას თავდაცვის მინისტრ ანატოლი სალარუს შეხვდა