ქუთაისის მერიასთან მოშიმშილეები თბილისში, ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრთან გააგრძელებენ შიმშილობას

მოშიმშილეების განცხადებით, მოსამართლის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას – „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერებისთვის პატიმრობის შეფარდებას, იმ პირთან გააპროტესტებენ, ვინც ქვეყანაში გადაწყვეტილებებს იღებს.

შიმშილობის აქციის მონაწილეების თქმით, მათი ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის სასახლესთან აქციის მონაწილეები, საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდანაც შეიკრიბებიან.

„ვგმობთ იმ უსამართლობას, რაც ქუთაისის სასამართლოში მოხდა. მოსამართლემ ბიძინა ივანიშვილის დაკვეთა შეასრულა და „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერები ციხეში ჩასვა. სწორედ ამიტომ, შიმშილობას ქუთაისის მერიის ნაცვლად იქ გავაგრძელებთ, სადაც გადაწყვეტილებებს იღებენ“, – აცხადებს აქციის მონაწილე კახა ქორიძე.

banner
წინა სტატიაშიე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებული ირაკლი ფირცხალავა იკითხება
შემდეგი სტატიაახალი საფინანსო ინსტიტუტი, სავარაუდოდ, მომავალი წლის გაზაფხულზე დაიწყებს მუშაობას