ქრთამის აღების ფაქტზე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი დააკავეს

შსს-მ ჰეროინის შემცველი 57,191 გრ ნარკოტიკი ამოიღო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი სოფელ არეშფერანში, ვლადიმერ ბესთაევი დააკავა.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, აუქციონის გამართვამდე, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული შენობით უკანონოდ სარგებლობისა და აღნიშნულ საქმიანობაში მფარველობის სანაცვლოდ, მოქალაქეებისგან ქრთამის სახით მოითხოვა და აიღო 500 ლარი.

ფაქტზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338 -ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი დღეს ბრიფინგს გამართავს
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი ფოკელ ბავშვებთან ერთად მესტიაში გურამ თიკანაძის გამოფენის გახსნას დაესწრო