ქრთამის აღების ფაქტზე გორის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური სამსახურის წამყვანი სპეციალისტი გიორგი შერმადინი დააკავა.
როგორც “ინტერპრესნიუსს” საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ ერთ-ერთმა მეწარმე სუბიექტმა გორის მუნიციპალიტეტს შეუსრულა ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოები, შესრულებული სამუშაოებისთვის თანხის გადარიცხვის დაჩქარების სასნაცვლოდ კი, ბრალდებულმა მოქალაქისგან ქრთამის სახით 500 ლარი აიღო.
ფაქტზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაში“სიტყვები უძლურია, როცა ასეთი ტრაგედიაა”
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი პოლიციის თანამშრომლის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს