ქრთამის აღების ფაქტზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის თანამშრომელი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის მონიტორინგის განყოფილების თანამშრომელი, ნიკოლოზ ირემაშვილი დააკავა.
საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ერთ-ერთ მეწარმე სუბიექტს, სამეწარმეო საქმიანობისათვის ტერიტორიის უკანონოდ გამოყოფისა და შემდგომში სამსახურებრივი მფარველობის სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 1200 ლარი.
საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი წარმატება დამოკიდებული იქნება ჩვენს უნარზე, სრულად გამოვიყენოთ აბრეშუმის გზის შესაძლებლობები
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი რეგიონი ახალი ეპოქის ზღურბლზე დგას