ქონების მართვის სააგენტოს, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურებს შიდა აუდიტის სამსახური შეამოწმებს

თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ შიდა აუდიტის სამსახურს თბილისის მერიის სამი სამსახურის შესწავლა დაავალა. როგორც ნარმანიამ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, უნდა შემოწმდეს ქონების მართვის სააგენტო, არქიტექტურის სამსახური და ზედამხედველობის სამსახური. ნარმანიას თქმით, ამ სამი სამსახურის შემოწმების შემდეგ, პერიოდულად შემოწმდება სხვა სამსახურებიც. “შიდა აუდიტის სამსახური უშუალოდ მექვემდებარება მე და ამ სამსახურს ვავალებ დავიწყოთ სამი სამსახურის საქმიანობის შემოწმება. შემოწმდება დოკუმენტბრუნვა და დავალებების შესრულების ოპერატიულობა. სამი სამსახური, რომელიც პირველ რიგში უნდა შემოწმდეს, არის ქონების მართვის სააგენტო, არქიტექტურის სამსახური და ზედამხედველობის სამსახური”, – განაცხადა ნარმანიამ. მისივე თქმით, შემოწმება მოხდება დადგენილი წესებით და განსაზღვრულ ვადაში ჩაიბარებს შესაბამის ანგარიშს.

banner
წინა სტატიაში“ახმეტელის” მეტროსთან 160 ავტომობილზე გათვლილი პარკინგი მოეწყობა
შემდეგი სტატიანინო გვენეტაძეს დეპუტატების მხარდაჭერის იმედი აქვს