ქობულეთში ზღვაში მამაკაცი დაიხრჩო

ქობულეთში ზღვაში შუა ხნის მამაკაცი დაიხრჩო. უბედური შემთხვევა დილით მოხდა. შს აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის ცენტრის ინფორმაციით, ნაპირზე წითელი ალმები იყო აღმართული, რაც ნიშნავს, რომ ღელვის გამო ბანაობა აკრძალულია.

მათივე ცნობით, 07:45 საათზე შემოვიდა შეტყობინება ზღვაში მამაკაცის გაუჩინარების თაობაზე. სამაშველო სამსახური დროულად გავიდა ადგილზე. მაშველებმა მოახერხეს მამაკაცის ზღვიდან გამოყვანა, თუმცა ის გარდაცვლილი იყო.

უწყებაში განმარტავენ, რომ ზღვაზე 4 ბალამდე შტორმი ფიქსირდება და სამაშველო სამსახური დამსვენებლებს მიმართავს, სამაშველო კოშკურებზე წითელი ალმების შემთხვევაში , ზღვაში შესვლისგან თავი შეიკავონ.

banner
წინა სტატიაშიკომერციულ ბანკებში 1 აშშ დოლარი უკვე 2.45 ლარი ღირს
შემდეგი სტატიაპაატა ზაქარეიშვილი: როცა თვეობით ჰყავდათ დაკავებულები ადამიანები წინა ხელისუფლების დროს, ახლა 2-3 დღეში ათავისუფლებენ მათ