ქმრის ჯინაზე ნაწამები ბავშვი (ვიდეო)

მცირეწლოვან ბავშვზე ძალადობის ვიდეო გავრცელდა რუსეთის ქალაქ ნოგინსკში მცხოვრები ვიაჩესლავ სამოილოვის მიერ. სამოილოვის განცხადებით, ის ბავშვის მამაა… მან ცოლის ტელეფონი უკითხავად აიღო და ინფორმაციის შემოწმებას შეეცადა, რამაც მისი მეუღლე იმდენად გააღეზიანა, რომ წლინახევრის გოგონა ეტლიდან ამოიყვანა და მიწაზე დაანარცხა, ხოლო შემდგომ წიხლებით აპირებდა მის ცემას თუ მეუღლე ტელეფონს არ დაუბრუნებდა…

აღსანიშნავია, რომ თავად ბავშვის მამა იმის ნაცვლად, რომ შვილი დაეცვა, მობილური ტელეფონით დაიწყო ცოლის აგრესიის დაფიქსირება…

როგორც რუსული ტელეკომპანია იტყობინება, თვითმხილველებმა პოლიციას გამოუძახეს, რომელმაც ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანა.

,,ენტევეს,, ცნობით, დაზარელებული ბავშვი სასამართლო განხილვამდე კვლავ მოძალადე დედას დაუბრუნეს, რომელიც ადვოკატის მეშვეობით თავს იმართლებს, რათა დედობა არ ჩამოართვან.

/იხილეთ ვიდეო/

https://youtu.be/2Zm3q2P28y8

banner
წინა სტატიაში,,ლევისის,, ისტორია
შემდეგი სტატია“არ არის სწორი facebook-ზე გამოთქმული აზრის გამო ადამიანი ციხეში 2 წლით ჩაჯდეს”- ჩიორა თაქთაქიშვილი