ქიბარ ხალვაში რუსთავი 2-ის სრული ქონების დაყადაღებას ითხოვს

ქიბარ ხალვაში 2010 წელს ტელეკომპანია

ქიბარ ხალვაში რუსთავი 2-ის სრული ქონების დაყადაღებას ითხოვს. ბიზნესმენის ადვოკატი აცხადებს, რომ რუსთავი 2-ის ავტომობილების დაყადაღების შემდეგ, შესაძლოა, ტელეკომპანიის სხვა ქონებაც დააყადაღონ.

ადვოკატი პაატა სალია „კურიერის“ კორესპონდენტთან საუბარში ადასტურებს, რომ რუსთავი 2-ის ქონების ნაწილი – ავტომობილები, სწორედ ქიბარ ხალვაშის მოთხოვნის საფუძველზე დააყადაღეს.

ქიბარ ხალვაში საკუთარ სარჩელში უთითებს, რომ რუსთავი 2-ის წილების 100 პროცენტის გარდა, მათი მხრიდან მოთხოვნილია კომპანიის მთელი ქონების, მათ შორის, აპარატურის, უძრავი და მოძრავი ქონების სრულად დაყადაღება.

ქიბარ ხალვაშის ადვოკატი აცხადებს, რომ ეს ხელს არ შეუშლის ტელეკომპანიას ფუნქციონირებაში და ასევე ამბობს, რომ საქართველოში ძალიან ბევრი ცხოვრობს დაყადაღებული ქონებით და ტელეკომპანიამაც ეს დისკომფორტი უნდა აიტანოს.

banner
წინა სტატიაში“ხელისუფლებას არ აქვს სურვილი, ქვეყანა დაიცვას,” – აკაკი მინაშვილი
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი “ჰუალინგ ჯგუფის” პრეზიდენტთან დევნილებისთვის კორპუსების შეძენაზე მოლაპარაკებებს მართავს