“ქვეყნის პოლიტიკური მდგრადობა დამოკიდებულია იმაზე, რამდენად პლურალისტურ პოლიტიკურ გარემოს შევქმნით“

გიორგი მარგველაშვილი რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოწვევას ამ ეტაპზე საჭიროდ არ მიიჩნევს

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხთან დაკავშირებით, ინტერპარტიული ჯგუფის წარმომადგენლებს და ექსპერტებს ხვდება.

როგორც შეხვედრის დაწყების წინ გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, მისთვის აღნიშნული თემა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა.

„ეს შეხვედრები უაღრესად მნიშვნელოვანია ჩემთვის, რადგან ჩვენი შეხვედრების რეჟიმში ვსაუბრობთ იმ ამოსავალ პირობებზე, რომელმაც უნდა შექმნას შესაძლებლობა, უფრო დემოკრატიული, პლურალისტური საზოგადოების შექმნისა საქართველოში. საქართველოს პოლიტიკური მდგრადობა დამოკიდებულია იმაზე, რამდენად პლურალისტურ გარემოს შევქმნით. გვაქვს წინ გადადგმული ნაბიჯი, როიმელიც ნათლად არის ჩვენი დემოკრატიის ნაწილი, რომ საზოგადოებას უკვე სჯერა, რომ ხელისუფლება იქმნება, იცვლება და ფორმირდება ამომრჩევლის ნების საფუძველზე. ახლა კიდევ ერთი ნაბიჯი უნდა გადადგას ქართულმა პოლიტიკურმა საზოგადოებამ და შექმნას ისეთი პოლიტიკური სისტემა, როდესაც ჩვენ უკვე მართლა ევროპულ სათამაშო ველს შევქმნით, როდესაც პარლამენტი იქნება დაკომპლექტებული ძლიერი, სტაბილური და არა ერთი და ორი პოლიტიკური პარტიის მიერ. ჩემთვის ეს არის სახელმწიფო მნიშვნელობის და რანგის თემა, ჩვენი დემოკრატიულობის, სტაბილურობის საკითხი“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილის თხოვნა დააკმაყოფილა
შემდეგი სტატია„არ მგონია, რაიმე სანერვიულოა იმასთან დაკავშირებით, რომ ახალი მთავრობა ვერ დაკომპლექტება“