ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფილმი ირანში გამოუშვეს

ირანში

ირანშიირანში ფილმის “მოჰამედი-ღმერთის მოციქული”-ს პრემიერა გაიმართა, რომელიც ქვეყნის კინოპროექტების ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულია. მისი შექმნა 40 მილიონი დაჯდა. ფილმს 143 კიოთეატრში აჩვენებენ.

სიენენის ცნობით, პრემიერა 26 აგვისტოს უნდა შემდგარიყო, მაგრამ ტექნიკური პრობლემების გამო რელიზი გადაიტანეს. გარდა ამისა, ფილმი შექმნის პროცესში სუნიტების მხრიდან კრიტიკის ობიექტი გახდა, რადგანაც მასში წინასწარმეტყველის გამოსახულებაა ნაჩვენები. დავებმა და დისკუსიებმაც შეუშალეს ხელი ფილმის დაგეგმილ პრემიერას.  ბევრი რელიგიური ორგანიზაცია ფილმის გაქირავებიდან მოხსნას ითხოვს.

გადაღებები დაახლოებით 7 წელი გრძელდებოდა. ავტორები ამბობენ, რომ ფილმში წინასწარმეტყველის სახე არ ჩანს. რეჟისორმა მაჯიდ მაჯიდმა ხაზი გაუსვა იმას, რომ მას საკუთარი საქმის მეშვეობით ისლამზე მსოფლიოში წარმოდგენის შექმნა უნდოდა. მან დაამატა, რომ მოჰამედზე კიდევ ორ ფილმს გადაიღებს.
წინასწარმეტყველი მოჰამედი ისლამის ცენტრალური ფიგურაა. მის შესახებ არ არის ბევრი ფილმი გადაღებული – მუსლიმები მისი სახის გამოჩენის წინააღმდეგები არიან
1976 წელს  ინგლისურ და არაბულ ენებზე გამოვიდა ფილმი “მოჰამედი- ღმერთის მოციქული”, რომელიც ლიბანის, ლიბიის, ქუვეითის, მაროკოს და ბრიტანეთის ერთობლივი ნამუშევარია.
2002 წელს კი მოჰამედის ცხოვრებაზე ნახატი ფილმი გამოვიდა.

banner
წინა სტატიაშიკაზანელი სკოლის მოსწავლეები სელფის დროს ხიდიდან გადავარდნენ
შემდეგი სტატიამიგრანტების საქმეზე სამი ეჭვმიტანილი დააკავეს