“ქვეყნის ეკონომიკა გამოწვევის წინაშეა,”- გიორგი ქადაგიძე

დეპუტატებთან საათნახევრიანი შეხვედრის შემდეგ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პირველ კომენტარს აკეთებს და ლარის გაუფასურებას არასახარბიელო ეკონომიკურ მაჩვენებლებს, ტურისტების ნაკადის შემცირებასა და სხვა ფაქტორებს უკავშირებს.

გიორგი ქადაგიძის თქმით, მეოთხე კვარტლის ეკონომიკური მაჩვენებლები სახარბიელო არ არის. როგორც ქადაგიძე აცხადებს, ეროვნული ბანკის რეზერვები ლარის გაუფასურების პროცესის შეჩერებაში ჩარევის საშუალებას იძლევა და ის ამ საკითხს განიხილავს. მიუხედავად ამისა, ქადაგიძე განმარტავს, რომ თუ ეკონომიკური ზრდის არსებული ტენდენცია გაგრძელდება და მაჩვენებლები არ გამოსწორდება, მისი უწყების ჩარევა ლარის კურსის დასტაბილურების პროცესში არაეფექტური იქნება.

“ქვეყნის ეკონომიკა გამოწვევის წინაშეა,”- აღნიშნა ქადაგიძემ.

 

banner
წინა სტატიაშიხადურს იმედი აქვს, რომ ლარის კურსი დასტაბილურდება
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე პარტია “ქართული ოცნების” აღმასრულებელ მდივნად დაინიშნა