“ქვეყნისთვის ეს ხალხი ღირებულია”-ირაკლი ალასანია ნაციონალურ მოძრაობაზე

ქვეყანაში უნდა დამთავრდეს კულუარებიდან არაფორმალური მართვა–ირაკლი ალასანია

alasania-qarTuli-akademia_180თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა ირაკლი ალასანიამ “ნანუკას შოუში” მასსა და ნაციონალურ მოძრაობას შორის შესაძლო თანამშრომლობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით ნაციონალური მოძრაობის წევრები ქვეყნისთვის ღირებული ხალხია.

“კონფერნეციზე შევხდი “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერს და ვუთხარი,რომ თქვენ უკვე იმითაც კი ღირებული ხართ, რამდენი შეცდომა დაუშვით, წახვედით ოპოზიციაში, ახლა შანსი გაქვთ, გააანალიზოთ ეს შეცდომები”, იმიტომ, რომ ქვეყნისთვის ეს ხალხი ღირებული იქნება და ფუფუნება არა გვაქვს ჩვენ, რომ ერთმანეთი მივფანტოთ. გარდა ამისა, გულწრფელად გეტყვით, არც ერთი პარტია არ არსებობს საქართველოში და უახლოეს პერიოდში არ იარსებებს, რომელიც იქნება თვითკმარი, გამოიყვანოს ქვეყანა ამ სირთულეებიდან.ამიტომ, ჩვენ ყველა ვარიანტში მოგვიწევს, ქართულ ოცნებაშიც ვინც არის პროფესიონალი, დღეს მთავრობაში ვინც საქმეს აკეთებს, ყველამ ერთმანეთი უნდა დავიყენოთ გვერდში. ამიტომ, ამ გადმოსახედიდან, მე მართლაც მაქვს ასეთი დამოკიდებულება – არაპარტიულ-პარტიკულარული. მაგრამ რეალობა ასეთია, ჩვენ ერთად მოგვიწევს ამ კრიზისის სიღრმიდან ქვეყნის გამოყვანა. ” – განაცხადა პარტია თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა ირაკლი ალასანიამ გადაცემა ნანუკას შოუში კითხვაზე, “არის თუ არა ფარული ფლირტი თქვენსა და ნაციონალურ მოძრაობას შორის”.

თავისუფალი დემოკრატების ლიდერი გენერალი კალანდაძის პროკურატურაში წაყვანის დეტალებს იხსენებს და აცხადებს, რომ მაშინდელი გადაწყვეტილება არასწორი იყო. ირაკლი ალასანია გიგი კალანდაძეს მატყუარას უწოდებს და ამბობს, რომ მისი განცხადება თითქოს მას ჩვენების მიცემას სთხოვდა ირაკლი ალასანია ტყუილი იყო.

“ძალიან გული დამწყდა, როდესაც მან განაცხადა და მოიტყუა ის, რომ თითქოსდა მე მოვთხოვე მას ჩვენება მიეცა. დაჭერის საქმე მე მგონია დღესაც, რომ ფორმა იყო აბსოლუტურად არასწორი და როდესაც მე  მითხრეს, რომ გადაწყვეტილება მიიღო პროკურატურამ და შუაღამეს შემატყობინეს ამის შესახებ და მითხრეს, რომ ახლა უნდა წავიდეთ და ავიყვანოთ, ჩემი კატეგორიული მოთხოვნა იყო, რომ ეს არ მომხდარიყო.

ეს არ იყო სწორი ფორმა, მაგრამ გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო და პრემიერი იყო ჩაყენებული საქმის კურსში და აქედან გამომდინარე მოხდა ასეთი უსიამოვნო და ცუდი ფორმით. თორემ შეკითხვები არსებობდა, მაგრამ შეეძლოთ შეკითხვები ისე დაესვათ,” – ამბობს ირაკლი ალასანია.

banner
წინა სტატიაშიმე საერთოდ დავკარგე სურვილი მასთან ურთიერთობის და პატარა ნდობაც კი-ირაკლი ალასანია
შემდეგი სტატიაპუტინის შემოსავლები ერთ წელში ორჯერ გაიზარდა