ქვეყანაში არსებული ეკონომიკურ ვითარებაზე სასაუბროდ, პრეზიდენტი საკუთარი ინიციატივით ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებს ხვდება

ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა გრძელდება, თუმცა შედარებით დაბალი ტემპით.

„ეკონომიკური ზრდა გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ ეს ხდება შედარებით დაბალი ტემპით. ამიტომ, ეკონომიკურ კრიზისთან საქმე არ გვაქვს. რაც შეეხება სავალუტო კრიზისს, იმედი მაქვს და ყველაფერი აჩვენებს, რომ ის ძალიან მალე იქნება დაბალანსებული“, – განაცხადა ხადურმა.

ამასთან, ფინანსთა მინისტრი დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის და კომერციული ბანკების წარმომადგენლების შეხვედრას და მასზე მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

ხადურის თქმით, არავის არავისთვის დავალება არ მიუცია, უბრალოდ მოხდა მოსაზრებების გაზიარება.

„ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დღეს შეხვდა კომერციული ბანკების ხელმძღვანელებს. ასევე, ეკონომიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გამართა შეხვედრა სხვა ბიზნესმენებთან, მაგრამ არავის არავისთვის დავალება არ მიუცია, ჩვენ ერთმანეთს ჩვენი მოსაზრებები გავუზიარეთ“, – განაცხადა ხადურმა.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში არსებული ეკონომიკურ ვითარებაზე სასაუბროდ, პრეზიდენტი საკუთარი ინიციატივით ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებს ხვდება.

banner
წინა სტატიაშიათონელის რეზიდენცია საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაშია
შემდეგი სტატიაეკონომიკის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ბიუჯეტი 400 მილიონით შემცირდება