ქეცბაიას წასვლით ქეცბაიას ტანჯვა დასრულდა და არა საქართველოს ნაკრების

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა მორიგი დიდი ანგარიშით მარცხი განიცადა საერთაშორისო არენაზე…

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში, ქვეჯგუფში მხოლოდ გიბრალტარის მეთევზეთა გუნდის დამმარცხებელმა საქართველოს ნაკრებმა, დღეს პოლონეთთან გასვლით მატში საშინაო შედეგი გაიმეორა და ამ გუნდთან მეორედ იწვნია 4:0 წაგება. აღსანიშნავია, რომ პოლონეთთან როგორც საშინაო, ასევე გასვლით მატჩში ქართველმა ფეხბურთელებმა პირველ ტაიმში შეძლეს კარების მშრალად შენახვა… პირველი მატჩისგან განსხვავებით კი, დღეს ქართველმა ფეხბურთელებმა თამაშის ბოლო სამ წუთში ზედიზედ სამი გოლი გაუშვეს ბრწყინვალედ მოთამაშე ,,ბაიერნელი,, ლევანდოვსკისაგან…

მიუხედავად საქართველოს ნაკრებში მიმდინარე ცვლილებებისა, მარლთდება ზოგიერთი სკეპტიკოსის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ნაკრებიდან ქეცბაიას წასვლით, მხოლოდ ქეცბაიას ტანჯვა დასრულდა და არა საქართველოს ნაკრების.

 

banner
წინა სტატიაშიზვიად გობეჯიშვილი: პრემიერმა შანსი დაკარგა!
შემდეგი სტატიათბილისის ცენტრალური უბნები დაიტბორა