რუსეთში მოღვაწე, ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია გოგონას დედა გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისი მეგობრები ავრცელებენ.
“ამდენი ნეგატივის შემდეგ შემიძლია, ერთი კარგი ამბავიც გამცნოთ. მომღერალი, ქეთა თოფურია გოგონას დედა გახდა. მომღერალმა ამერიკაში, ლოს-ანჯელესში იმშობიარა”, – წერს კომპოზიტორი გიგა კუხიანიძე სოციალურ ქსელში თავის გვერდზე.