ქართულმა მხარემ EUMM-თან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებისთვის მზადყოფნა გამოთქვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს კესტუტის იანკაუსკასს შეხვდა.

შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ მიულოცა მისიის ხელმძღვანელს ამ მეტად მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნა. ხაზი გაესვა EUMM-ის, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ერთადერთი საერთაშორისო მექანიზმის მნიშვნელობას.

მხარეებმა განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმსა და რუსეთის ფედერაციას შორის გაფორმებული ე.წ. „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების“ შედეგები უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე. ქართულმა მხარემ შეშფოთება გამოთქვა მოსკოვსა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის ანალოგიური დოკუმენტის დაგეგმილი ხელმოწერის გამო. ამ კონტექსტში ხაზგასმით აღინიშნა მისიის მანდატის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განხორციელებისა და ოკუპირებულ რეგიონებში მონიტორინგის აუცილებლობას.

banner
წინა სტატიაშინატოს პროექტი “საქართველო IV” დაიწყო
შემდეგი სტატიაუჟანგბადო დემოკრატიის მხუთავი გაზის ასოციაცია იქმნება–სოსო ცისკარიშვილი