ქართულმა მხარემ აფხაზურ დელეგაციას მნიშვნელოვანი საარქივო მასალები გადასცა-ვიაჩესლავ ჩიკირბა

jenevaჟენევის დისკუსიებისას ქართულმა მხარემ აფხაზურ დელეგაციას მნიშვნელოვანი საარქივო მასალები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაცია აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინსტრმა ვიაჩესლავ ჩიკირბამ გაავრცელა სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე.
„გადმოცემულ დისკზე არის ვიდეომასალა, ადრეული ვიდეოჩანაწერები, რომელიც აფხაზეთშია გაკეთებული და სადაც აფხაზეთის მაშინდელი ლიდერი ნესტორ ლაკობაა აღბეჭდილი. გარდაა ამისა, არსებობს საარქივო მასალები, რომელიც კავკასიის ომს და უფრო გვიანდელ პერიოდს ეხება“ – თქვა ჩიკირბამ.
უნიკალური ჩანაწერები ტელევიზიებს და სახელმწიფო არქივს გადაეცემა. „ეს მნიშვნელოვანი შედეგია. არაპოლიტიკური მსჯელობების პროცესში შესაძლებელია რეალური, სასარგებლო რამ გაკეთდეს და ჩვენ ამას გავაგრძელებთ“ – განაცხადა მინისტრმა.
ჟენევის მოლაპარაკებები ასევე აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის მართვის ხელმძღვანელმა ირაკლი ხინტბამ შეაფასა. მისი თქმით, ჟენევის მოლაპარაკებები ქართული მხრიდან კონფრონტაციული პოზიციით გამოირჩეოდა.

banner
წინა სტატიაშიგუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
შემდეგი სტატიააბულაძის ნათესავი: შალვამ პოლიციას თვითონ დაურეკა, ვერ გაუძლო ზეწოლას მის ახლობლებზე