ქართული სპეცსამსახურები შსს-ს გამოეყო

ქართული სპეცსამსახურები შსს-ს გამოეყო

ქართული სპეცსამსახურები შსს-ს გამოეყოსაქართველოს პარლამენტმა “სახელმწიფო უშიშროების შესახებ კანონი” მიიღო, რომელის თანახმადაც სპეციალური სამსახურები შსს-ს გამოეყო. უშიშროება და შსს 2004 წელს გაერთიანდა. ახალი კანონის თანახმად უშიშროების სამსახური პარლამენტს დაექვემდებარება.

აღნიშნული კანონი საქართველოს პარლამენტმა გუშინ მიიღო და ძალაში 1 აგვისტოდან შევა. ახალ სამსახურს ორი ძირითადი ფუნქცია დაეკისრება 1. კომპეტენციის ფარგლებში დანაშაულებების გამოვლენა და გამოძიება და 2. შესაძლო რისკების, გამოწვევების და საშიშროებების ანალიზი.
ახალი სპეცსამსახურის ფუნქციაში ასევე შევა ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების დაცვა, ტერორიზმთან, ტრანსნაციონალურ, ორგანიზაციულ და სხვა საერთაშორისო დანაშაულებებთან ბრძოლა, კორუფციული დანაშაულებების აღმოფხვრა.

სახელმწიფო უშიშროების სამსახურში შევლენ კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, კონტრტერორისტული ცენტრი, ანტიკორუფციული სააგენტო და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტი. შსს-ში მხოლოდ პოლიციური ქვეგანაყოფები დარჩება: კრინილანური, საპატრულო პოლიცია, საჯარო სამსახურის იურიდიული პირები, მომსახურების სააგენტოები, დაცვის პოლიცია და საგანგებო სიტუაციების სააგენტო .

banner
წინა სტატიაშიWikileaks – აშშ ათეულობით წლები ანხორციელებდა გერმანიის მთავრობაზე თვალთვალს
შემდეგი სტატიაHonda-მ 4,5 მილიონი ავტომობილი უკან გაიწვია უსაფრთხოების ბალიშების გაუმართაობის გამო