“26-27 სექტემბერს გრიშკოს სახელობის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე “დიდი ქართული სუფრა” გაიშლება.
მოსულ სტუმრებს გაუმასპინძლდებიან ხაჭაპურით, ხინკალით, მწვადით, ყველით და ღვინით”–ამის შესახებ უკრაინული მედია იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით,შესაძლებელი იქნება ქართული ცოცხალი მუსიკის მოსმენა, ქართული ფილმების ჩვენება, ცეკვა, საუკეთესო ქართველ მზარეულებთან მასტერ-კლასის გავლა, ქართული ენის გაკვეთილების მიღება.
ღონისძიებაზე დასწრება უფასოა. ბოტანიკური ბაღის ბილეთი კი 30 გრივენია. ღონისძიება 11-დან 20 საათამდე გაიმართება.
შემოსული თანხებით ახალ მცენარეების შეძენა მოხდება–წერს ადგილობრივი პრესა