ქართული ოცნების 3 წლის თავზე ქართული ოცნება სწორედ იმ ბნელ წარსულს უბრუნდება

ქართული ოცნების 3 წლის თავზე ქართული ოცნება სწორედ იმ ბნელ წარსულს უბრუნდება„ქართული ოცნების მოქმედების ლოგიკა არის მარტივი-მთელი სამყარო საქართველოს ჩათვლით ტრიალებს ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ“-ეს განცხადება რამდენიმე წუთის წინ აკაკი მინაშვილმა პარლამენტის სხდომაზე გააკეთა. დეპუტატები ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავენ რის შემდეგაც მის დასაძლევად კენჭისყრა შედგება.

ცვლილება ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფას ითვალისწინებს.

როგორც მინაშვილმა აღნიშნა ბიძინა ივანიშვილს უნდა რომ ეს ბერკეტი გამოაცალოს ეროვნულ ბანკს და ხელში ჩაიგდოს. ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის თქმით ყოფილ პრემიერს 2 მიზანი აქვს-პირველ რიგში საკუთარი ბანკის მოგება წაახალისოს და მეორე, ნეგატიური ზემოქმედება მოახდიონოს სხვა ბანკებზე.

აკაკი მინაშვილმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ნოდარ ებანოიძის გამოსვლაზეც ისაუბრა.

„სიმპტომატურია, რომ ბატონმა ნოდარმა 1998 წლის გამოცდილება გაიხსენა. სამწუხაროა, რომ ქართული ოცნების 3 წლის თავზე ქართული ოცნება სწორედ იმ ბნელ წარსულს უბრუნდება. ჩვენ ვნახეთ ბიუჯეტის სეკვესტრი, ბიუჯეტის გარღვევა, მალე ალბათ ვნახავთ დენის გრაფიკს და ყველა ის პრობლემა, რომელიც საქართველოშია ცხადია, რომ გამოწვეულია იმ მართვის სტილით რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა.

ყველა არის ერთ პოზიციაზე-ოპოზოცია, არასამთავრობოები, საერთაშორისო ორგანიზაციები, პრეზიდენტი და მარტო თქვენ ხართ გამორჩეული და განსაკურებული პოზიცია გიკავიათ.

ის სისტემის ცვლილება, რომელიც თქვენ განახორციელეთ ცუდად მოქმედებს ლარზე. პოლიტიკური შეტევა ეროვნულ ბანკზე ნიშნავს იმას, რომ ინვესტორების მხრიდან საქართველოს მიმართ იქნება ნაკლები ნდობა,“-აცხადებს აკაკი მინაშვილი.

banner
წინა სტატიაში“ენჯეოშნიკი სოროსელი, როცა მას ეჭირა საქსოვი ჩხირები ის გააგდებინა და ვეტოთი აღჭურვა”-მეჭიაური ივანიშვილს მარგველაშვილის გამო აკრიტიკებს
შემდეგი სტატიაგიორგი აბაშიშვილი მეჭიაურს პასუხობს