“ქართული ოცნების” ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის ოფისზე ცოცხები მიამაგრეს

“ქართული ოცნების” ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებს დილით ოფისზე ცოცხები დახვდათ მიამაგრებული.

შემთხვევას გუბერნატორის მოადგილე სოსო ერქომაიშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ოფისს ცოცხები ნამდვილად არ უნდა ეკიდოს. როგორც ერქომაიშვილი აცხადებს, „ნაციონალურ მოძრაობას“ იმ გაუგონარი სისაძაგლის გამო, რასაც ის სჩადიოდა, პოლიტიკური რელსებიდან გადასვლა მოუწევს.

„ეს ძალიან მტკივნეული თემაა ჩემთვის და მინდა ვურჩიო „ნაცმოძრაობას“, თუ რამე უნდათ გააკეთონ ქვეყნის სასარგებლოდ, გაერიდონ ქართულ პოლიტიკას, იმიტომ, რომ ვიცით ფაშიზმის მაგალითები. ასეთი საშინელება 21-ე საუკუნეში რაც ჩაიდინეს, „წითლებიც“ კი არ აკეთებდნენ. ეს არის გაუგონარი სისაძაგლე, რაშიც ქვეყანა აღმოჩნდა, მაგრამ მომავალში ყველაფერი კარგად იქნება, რადგან ეს მოძრაობა ჩემის აზრით საერთოდ გავა პოლიტიკური რელსებიდან. კიდევ ერთხელ ვამბობ, „ქართული ოცნების“ ოფისს ცოცხები ნამდვილად არ უნდა ეკიდოს“ – განაცხადა ერქომაიშვილმა.

banner
წინა სტატიაში“მჯერა, რომ ალიანსი თამამად იტყვის – საქართველო მზად არის ნატო-სთვის”
შემდეგი სტატიასაგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს აპატურაის შეხვდა